მთავარისიახლეებისამართალიცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულმა ბაკურ სორდიამ დანაშაული აღიარა

ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულმა ბაკურ სორდიამ დანაშაული აღიარა [Video]

Published on

ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულმა ბაკურ სორდიამ დანაშაული აღიარა. ბრალდებულის განმარტებით, ის სრულად ეთანხმება პროკურატურის მტკიცებულებებს, რის გამოც სხდომებზე მოწმეებიც არ გამოიკითხება.ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთნ სხდომის პარალელურად დეკემბერში გარდაცვლილი ეკა მიქავას მშობლებმა და  ახლობლებმა  აქცია გამართეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ სჯერათ შვილის თვითმკვლელობის შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. ისiნი ამბობენ, რომ ქალი ჯერ ქმარმა მოკლა და მეზობლის, საკრებულოს წევრის ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამოკიდა. თვითმკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. ქალის მეუღლე 29 დეკემბერს დააკავა. დაკავებულის  წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 11-1 151-ე მუხლის პირველი ნაწილის და 126-1-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით არის აღძრული.სასამართლო პროცესი 31 მარტს ჩაინიშნა, სადაც სავარაუდოდ საბოლოო განაჩენი გამოცხადდება



სიახლეები

გალუსტაშვილმა ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8 წელი და 6 თვე მიუსაჯა

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს, ნინო გალუსტაშვილმა, 8 წელი და...

სუს-ი იკვლევს, არსებობს თუ არა კავშირი ასაფეთქებლის შემოტანასა და 4 ოქტომბრის აქციას შორის

სუს-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, არსებობს თუ არა კავშირი ასაფეთქებელი ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანასა და...

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტი იქნება

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი ანდრე სახაროვის ადამიანის უფლებების პრემიის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი. სახაროვის...

მეგი დიასამიძეს 380-ლარიანი ზიანის გამო პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

კალაძის ორი საარჩევნო ბანერის "დაზიანების გამო", რომელთა ზიანი საერთო ჯამში, 380 ლარია, მეგი დიასამიძეს...