მთავარისიახლეებისაზოგადოებასახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ეხმიანება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმიანება [Video]

Published on

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმიანება. ორგანიზაცია მოუწოდებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას დროულად გადადგას ქმედითი ნაბიჯი, როგორც მათი ორგანიზაციის, ასევე, აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი სხვა ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. არჩილ თოდუას თქმით, მუნიციპალიტერის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ დასაქმებულთა რაოდენობა და გასაწევი ხარჯები ადგილობრივ ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება. ორგანიზაცია ასევე მიუთითებს შპს “აგროსერვისცენტრის” საქმიანობაზე, რომელსაც არავითარი  მოგება არ აქვს და მთლიანადაა დამოკიდებული მუნიციპალურ სუბსიდიაზე და ასევე დუბლირებულია სხვა სამსახურთან. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ დასკვაში ტენდერების თემაა, სადაც  მერიის  
ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა ჯაიანის ყოფილი კომპანია ფიგურირებს.სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა ნაკლოვანებები, მათ შორისაა უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა, ხარჯების ანაზღაურება დასაბუთების გარეშე, საწვავის არამიზნობრივი ხარჯვა და სხვა

სიახლეები

გალუსტაშვილმა ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8 წელი და 6 თვე მიუსაჯა

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს, ნინო გალუსტაშვილმა, 8 წელი და...

სუს-ი იკვლევს, არსებობს თუ არა კავშირი ასაფეთქებლის შემოტანასა და 4 ოქტომბრის აქციას შორის

სუს-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, არსებობს თუ არა კავშირი ასაფეთქებელი ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანასა და...

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტი იქნება

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი ანდრე სახაროვის ადამიანის უფლებების პრემიის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი. სახაროვის...

მეგი დიასამიძეს 380-ლარიანი ზიანის გამო პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

კალაძის ორი საარჩევნო ბანერის "დაზიანების გამო", რომელთა ზიანი საერთო ჯამში, 380 ლარია, მეგი დიასამიძეს...