შოთაძის მოსმენა პარლამენტში კრიტიკული კითხვების ფონზე

0
450

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა უკვე 2 საათზეა მეტია მიმდინარეობს. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში იმართება. კრიტიკული კითხვები კი შოთაძეს მხოლოდ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაუსვეს. 

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წარმომადგენელი ლევან კობერიძე დაინტერესდა, თუ რა გახმაურებული საქმეები გახსნა მთავარმა პროკურატურამ, შოთაძის მმართველობის დროს. 

“თქვენი პროკურორობის დროს რა ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები იყო, რომელიც გახსენით და საზოგადოების კითხვებს გაეცით პასუხები?! ასევე, მაინტერესებს იმ შეხვედრის დეტალები, რომელიც ივანიშვილთან შედგა და რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ხაზარაძე და ჩხარტიშვილი. თქვენ ამბობთ, რომ პირად შეხვედრაზე იყავით ბიძინა ივანიშვილთან, რა დროსაც მოვიდნენ ჩხარტიშვილი და ხაზარაძე და იმასაც ამბობს, რომ თავი უხერხულად იგრძენით. ასეთი რიდი გაქვთ ივანიშვილის, რომ ვერ უთხარით, რომ უნდა წახვიდეთ?”, – მიმართა კობერიძემ შოთაძეს. 

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ისინი შოთაძის მიმართ კრიტიკული კითხვებით არ გამოირჩეოდნენ და ძირითადად ინტერესდებოდნენ შოთაძის გეგმებითა და ხედვით. გარდა ამისა, მმართველი გუნდის წევრებმა არაერთხელ გაიხსენეს “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდი და მას “ძალადობრივი” უწოდეს. 

მაგალითად, დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ “ნაციონალური მოძრაობა” კრიმინალურ დაჯგუფებად მოიხსენია და აღნიშნა, რომ პარტიის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა. 

“პოლიტიკურ ორგანიზაციასთან არ გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს რაღაც კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომელიც მთელ თავის მოღვაწეობას სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებზე აგებს. ეს არის წამების, უტიფრობის და ათასი უბედურების შემქმნელი ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანი არ არის არც საარჩევნო სისტემა და არც არჩევნებში მონაწილეობა. მათი ძირითადი მიზანია ქვეყნის დესტაბილიზაცია“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ შოთაძის მოსმენის დროს. 

აღსანიშნავია, რომ კრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატეტების მხრიდან მას შემდეგ გამძაფრდა, რაც “ევროპული საქართვველოს” დეპუტატი ელენე ხოშტარია და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ხიდაშელი სხდომატა დარბაზში შევიდნენ და პერფორმანსი დადგეს. 

“ნულოვან ზღვარზე რომაა “ნაციონალური მოძრაობა” დასული, უკვე კარგად ჩანს და თუნდაც დღევანდელი დღეა ამის დასტური. ხელისუფლებაში ყოფნისას მათ ჰქონდათ ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, დანაშაულთან მიმართებაში და ესეც ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, რადგან ყველაზე დიდი დამნაშავეები თვითონ იყვნენ. დღეს მათ ეს რესურსი არ გააჩნიათ, რადგან ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა უკვე რამდენჯერმე. ამიტომ მათ აქვთ ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან, ზნეობასთან მიმართებაში, რაც ძალიან კარგად დაინახა სრულიად საქართველომ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

წინა სტატიაგიორგი ვაშაძე – ბატონ შოთაძეს ოქტომბრამდე ვაძლევ ვადას – მას სახლში წასასვლელად მეორე განცხადების დაწერა აუცილებლად მოუწევს
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის ცენტრში(FOTO) [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური