მთავარისიახლეებისაზოგადოებაივანიშვილს ამჯერად გიგანტური ჭადრის ხეები ხობის რაიონიდან გააქვს (FOTO)

ივანიშვილს ამჯერად გიგანტური ჭადრის ხეები ხობის რაიონიდან გააქვს (FOTO) [Video]

Published on

ბიძინა ივანიშვილის სამიზნე ამჯერად ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ქარიატაა. აქ ოლიგარქის დაკვეთით 130 წლოვანი ჭადრის ხეებს ამოთხრა უკვე დაწყებულია. ხეების გადასატანად სოფელში ბეტონის გზა დააგეს. ხეებს ჯერ ხმელეთით, ყულევის ტერმინალამდე მიიტანენ, შემდეგ კი ურეკში, ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გემებით ჩაიტანენ. ხობის მერიაში ამბობენ, რომ ხეების სანაცვლოდ ქართუ ჯგუფი იქ ნაპირსამაგრ გაბიონს მოაწყობს. ადგილობრივების თქმით, ივანიშვილს სოფლიდან სულ 6 ხის გადატა აქვს განზრახული, მათი განმარტებით, ივანიშვილმა მთელი საქართველო იყიდა და არც ამ ხეების წაღება გაუჭირდება. რეგიონებიდან დენდროპარკში ხეების გადატანას ყოველთვის ახლავს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ელ.ენერგიის გათიშვა, საგზაო ნიშნების დაზიანება, მოძრაობის პარალიზება და სხვა, რის გამოც მოსახლეობამ პრეტენზია არაერთხელ გამოთქვა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...