მიუსაფარი ძაღლის „კვატროს“ და რეზის მეგობრობის ისტორია [Video]

0
1018

ზოგიერთი ცხოველის ერთგულ ბუნებაზე უამრავი ცხოვრებისეული მაგალითი არსებობს და ჩვენ შევეცდებით ერთ-ერთ ასეთ მაგალითზე გიამბოთ. კვატროს ქალაქში ბევრი იცნობს. თუმცა კვატროსა და ტელე-რადიო კომპანია „ოდიშის” თანამშრომელ რეზი შეროზიასთან მეგობრობის შესახებ, ჯერჯერობით, ბევრმა არ იცის. რეზი სამსახურში კვირაში ოთხჯერ დადის და სწორედ ამ დღეებში კვატროც ტელევიზიას სტუმრობს. კვატრომ კარგად იცის, რომ რეზი მას დღეში რამდენჯერმე დააპურებს. მისი მენიუ მრავალფეროვანია და როგორც რეზი ამბობს, კვატროს განსაკუთრებით სოსისი, ძეხვი და ტკბილეულობა უყვარს. რეზის თქმით, კვატრო ამ უბნის კოლორიტია და მისი ყურადღება გარეგნობითა და სიცელქით მიიპყრო. რეზისა და კვატროს შორის ქვეცნობიერი ურთიერთობა პირველი შეხვედრიდან დამყარდა. დროთა განმავლობაში კვატრო მიხვდა, რომ რეზი მისთვის კეთილსინდისიერი პატრონის როლს კარგად მოირგებდა და მას ფეხდაფეხ ადევნება დაუწყო. დღეს კვატრო უკვე ჩვენი შტატგარეშე თანამშრომელია, იგი მთელ პერიმეტრს იცავს და შესაბამისად, მისი ფავორიტი პატრონიც მასზე სისტემატურად ზრუნავს. კვატროს გარდა, რეზი ქალაქის სხვა მიუსაფარ ძაღლებსაც ყურადღებას აქცევს, თუმცა კვატროს მის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი უჭირავს. როგორც რეზი გვირჩევს, თუ გსურთ, ოთხფეხა მეგობრის რჩეული გახდეთ, მის მიმართ განსაკუთრებული სითბო და მზრუნველობა უნდა გამოიჩინოთ, თავად უნდა მიაწოდოთ საკვები და, რაც მთავარია, ხშირად შეაქოთ.

წინა სტატიაგიორგი გახარია მინხენის კონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანს მარკ ესპერს შეხვდა
შემდეგი სტატიაზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილი მერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური