Published on

რუსეთის სპეციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში რუსეთის დელეგაციის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ,,სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა ჩასვლით ან არჩასვლით. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ზახაროვას თქმით, რუსეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს თავისი ინტერესებით”

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ლავროვი მიუხედავად ყველაფრისა თბილისში ჩამოვა, რადგან ეს რუსული მხარის აზრით ამას არანაირი კავშირი არა აქვს საქართველოს სუვერენიტეტთან?

ლავროვის საკითხს ხლისუფლება გვერდს უვლის და აქცენტები რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისადმი პრინციპულ დამოკიდებულებაზე გადააქვს.

„ქალბატონ ზახაროვას და ასევე ადამიანებს, ვისაც ის წარმოადგენს, მინდა ვუპასუხო – თუ მათი სიტყვები, საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო არ არის ცარიელი სიტყვები და თვალთმაქცობა, მაშინ, პირველ რიგში, დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან”- აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე   მარია ზახაროვას პასუხად და რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს საკუთარი ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

დიახ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ყველამ პატივი უნდა სცეს მის კანონმდებლობას, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მარია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით

„დისკუსიაში შესვლის გარეშე, მხოლოდ მოკლედ ვიტყვი – დიახ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ყველამ პატივი უნდა სცეს მის კანონმდებლობას. ვფიქრობ, რომ ამ თემის ირგვლივ ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა არ არის საჭირო“, – განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე.

„ჩვენ ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალ სხდომაზე, რომელიც მაისში გაიმართება თბილისში. ჩვენი საგარეო უწყება ატარებს ამ სხდომასთან დაკავშირებით მოსამზადებელ სამუშაოებს. საკითხების შეთანხმება მიმდინარეობს ევროპის საბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან. მაისამდე ჯერ საკმაოდ ბევრი დროა.

მოგეხსენებათ, საქართველო წელს გახლავთ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რაც დიდი პატივია და დიდი ვალდებულებაც, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის სტანდარტი, რაც გათვალისწინებულია ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების მიერ“, – აღნიშნა აბაშიძემ.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...