მთავარისიახლეებისაზოგადოებათეთნულდზე გარდაცვლილ უკრაინელ ტურისტს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კიევში გადაასვენებენ

თეთნულდზე გარდაცვლილ უკრაინელ ტურისტს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კიევში გადაასვენებენ

Published on

37 წლის მამაკაცის ცხედარს მაშველებმა თითქმის 2-დღიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ მიაკვლიეს. ღონისძიებაში რამდენიმე ათეულ ადგილობრივ მოსახლესა და მაშველთან ერთად, მოხალისე ტურისტებიც მონაწილეობდნენ. სპეცტექნიკის გამოყენება ვერ მოხერხდა, ვინაიდან სპეციალისტების თქმით, ზვავის გამოწვევა მცირედ ვიბრაციასაც კი შეეძლო.  

ცხედარი იქ აღმოაჩნეს, სადაც

მეოთხე კატეგორიის ზვავი ჩამოწვა. მაშველების არა ერთ გაფრთხილებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რამდენიმე ექსტრემალი არ დაემორჩილა. 

შემთხვევის შესახებ შეტყობინება მაშველებმა დაღუპული ტურისტის მეგობრებისგან მიიღეს. 8 კაციანი ჯგუფი თანამემამულეს თავდაპირველად, საკუთარი ძალებით ეძებდა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, დახმარებისთვის სპეციალისტებს მიმართეს. 

მეწყერი სამთო-სათხილამურო კურორტზე გუშინ ორჯერ ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო ჩეხეთის ოთხმა მოქალაქემ. ერთ-ერთ მათგანს მედიკოსების დახმარება დასჭირდა. ის, მესტიის საავადმყოფოდან დღეს დილით გაწერეს.

უკრაინის მოქალაქე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. ექსპერტიზის დასრულებისთანავე ცხედარს სამშობლოში, კიევში გადაასვენებენ.

სიახლეები

ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებოს საქართველოში – მურთაზ ზოდელავა

არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში...

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი...

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...