,,როგორ ბედავთ ჩვენს ჟურნალისტზე საუბარს მორალისა და ზნეობის ჩარჩოებში. ცუდად დაამთავრებთ” – ინგა გრიგოლია ანრი ოხანაშვილის ტელეტირადას ეხმაურება

0
578

ტელეკომპანია “პირველის” დირექტორმა და ტელეწამყვანმა, ინგა გრიგოლიამ კომენტარი გააკეთა. იურიდიულ, საკითხთა კომიტეტის ანრი ოხანაშვილის ჩართვაზე დიანა ტრაპაიძის გადაცემაში ,,დღის ამბები”

,,როგორ ბედავთ ჩვენს ჟურნალისტზე საუბარს მორალისა და ზნეობის ჩარჩოებში” – თამარ ჩიხლაძე არის უმაგრესი პროფესიონალი და პროფესიული ეთიკით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჟურნალისტი,ვისაც კი როდესმე შევხვედრივარ. ზუსტად ვიცი,როგორ მთავრდება ხოლმე,როცა ხელისუფლება ასეთი ტექსტებით იწყებს საუბარს მედიასთან, არ გაგივათ!! ” – მიმართა ინგა გრიგოლიამ ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ინგა გრიგოლიამ სოლიდარობა გამოუცხადა კოლეგას, რომელზეც ორკესტრირებული ვერბალური შეტევა განხორციელდა: ,თამარ ჩიხლაძე, ვამაყობ, რომ ჩვენი გუნდის წევრი ხარ და შენს გვერდით ვართ ყველანი, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი ამ კაცს,მაგრამ იმას კი შევახსენებ ხელისუფლებას-გადახედეთ არცთუ შორეულ წარსულს და დასკვნებს თავად გამოიტანთ, ფინალი რა არის ხოლმე,როცა მსგავსი ტექსტებით ესხმიან თავს მედიას!”

დღეს ტვ 1 -ის ეთერში ანრი ოხანაშვილმა თამარ ჩიხლაძეს უპასუხისმგებლო ჟურნალისტი და ამორალური ადამიანი უწოდა.

ინგა გრიგოლიამ ოხანაშვილს განუმარტა, თუ რატომ მიიწვიეს ის რესპონდენტი ეთერში, რომელიც მას ემუქრებოდა და გააკრიტიკა იმის გამო, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ერევა.

წინა სტატიათავი ანებეთ კეკლუცობას – დავით ბაქრაძის რჩევა სალომე ზურაბიშვილს
შემდეგი სტატიასოფელ ერგეტაში საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუჩნდა[Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური