მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროკავშირი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს გამოეხმაურა

ევროკავშირი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს გამოეხმაურა

Published on

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრების განაჩენთან დაკავშირებული გარემოებები ხელს უშლის პოლარიზაციის აღმოფხვრისთვის აუცილებელ დიალოგს” – ასე გამოეხმაურა ევროკავშირი გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს. სპიკერის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს მნიშვნელოვანი ვალდებულებები: სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა.

„ევროკავშირი ყურადღებით სწავლობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე.

ამ განაჩენთან დაკავშირებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას, რომელიც გამიზნულია მეტად საჭირო დეპოლარიზაციისთვის, საქართველოში არსებულ სიტუაციაში.

სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა, სამართლიანი მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა წარმოადგენს საქართველოს არსებით ვალდებულებას ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

ევროკავშირი გააგრძელებს ასევე ყველა სხვა მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების მონიტორინგს“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადების ტექსტში.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...