მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუსტად ასე ჩამოიშალა ასლან აბაშიძე, ეს არის ივანიშვილის ბოლო აგონია - მიხეილ...

ზუსტად ასე ჩამოიშალა ასლან აბაშიძე, ეს არის ივანიშვილის ბოლო აგონია – მიხეილ სააკაშვილი

Published on

არ მოველოდი რომ ამ ბრალდებით, ასე უპრაგუნოდ რომ დაიჭერდნენ, – ასე ეხმაურება  მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას დაჭერას.

„მე მესმის, რომ შალვა თადუმაძეს არა თუ იურისტის დიპლომი არ აქვს, წიგნი არ აქვს წაკითხული ნახევარიც კი – არც პინოქიო აქვს წაკითხული და არც ბურატინო. დიდოსტატის მარჯვენაზე აღარ ვსაუბრობ. 

ვერ წარმომედგინა, რომ ამ ნორმებით, კანონის ასეთი დარღვევით სადმე დღეს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, ადამიანის დაჭერა.

ეს არის უკიდურესი სისუსტის გამოხატულება, უკიდურესად შეშინებული ადამიანის ქმედება. ზუსტად ასე ჩამოიშალა ასლან აბაშიძე. ეს არის ივანიშვილის ბოლო აგონია. იცით პუტინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, თუმცა ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს – საქართველოში. 

მინდა, გიგი უგულავას გამბედაობით აღფრთოვანება გამოვხატო. მე მას ტელეფონით ვესაუბრე, მართლაც იმსახურებს დიდ პატივისცემას,“- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა მატროსოვის ციხეშია. 

უგულავა სამინისტროში თავისი ფეხით მივიდა. მან განაჩენის შესახებ ლეიბორისტების ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დროს შეიტყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მას 50 მილიონის გაფლანგვას ედავებიან.

უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...