დღეს გიგი უგულავა ადვოკატმა მოინახულა. ,, ის არის მხნედ და არის ბევრად უფრო თავისუფალი, ვიდრე ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზები – აცხადებს ბექა ბასილაია

0
476

გიგი უგულავა არის ბევრად უფრო თავისუფალი, ვიდრე  ბიძინა ივანიშვილის ანტიამოსხმული ჯამბაზები – თადუმაძე, გაბინაშვილი, შავლიაშვილი თუ სხვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს” მსჯავრდებული წევრის, გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.

ბექა ბასილაია ე.წ. მატროსოვის ციხეში გიგი უგულავას მოსანახულებლად იყო მისული. როგორც ადვოკატი აცხადებს, უგულავა მხნედ არის და არის ბევრად უფრო თავისუფალი, ვიდრე  ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზები თადუმაძე, გაბინაშვილი, შავლიაშვილი თუ სხვა.

გიგი არის განწყობილი ისეთივე მტკიცედ, როგორც იყო ის ორი დღის წინ, თავისუფლებაში”, – განაცხადა ბასილაიამ.

მისივე განმარტებით, გიგი უგულავას საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებენ, მანამდე კი უზენაესი სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა ჩაიბარონ.

წინა სტატიაასადის რეჟიმმა ალეპოს და დამასკოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე კონტროლი დაამყარა – პირველად 2012 წლის შემდეგ
შემდეგი სტატიადღეს სენაკში მოხდარ ავტოავარიას 25 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური