,,ქარს დათეს, ქარიშხალს მოიმკი” – ოპოზიცია ხელისუფლებას აფრთხილებს, ხელი აიღოს გიგი უგულავას მიმართ უსამართლო განაჩენის გამოტანის განზრახვაზე

0
416

უზენაეს სასამართლოში ოპოზიციის ერთერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმის განხილვა მიმდინარეობს.

ოპოზიციის ვარაუდით, უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადებს და თუ დღეს არა, ახლო მომავალში შეეცდება მის დაკავებას და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროოცესებიდან იზოლირებას.

,,მინდა, ხელისუფლებამ იცოდეს, გიგი უგულავას  დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდები. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ისედაც უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, მათ შორის გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს იმ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. 

ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ განაჩენი არ არის დამდგარი, მინდა, ვიქონიო მაინც იმედი, რომ ხელისუფლებას ეყოფა ელემენტარული საღი აზრი, არ დააზიანოს შეუქცევადად ამ ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი და არ დაიზიანოს საკუთარი თავი – აცხადებს ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე.

,,არ მომეძებნება პრეცედენტი მსოფლიო პოლიტიკაში, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერს აკავებდნენ ერთიდაიგივე საქმეზე ორჯერ – ამბობს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია – იმედი მაქვს, რომ ეს პრეცედენტი არ შედგება საქართველოში. თუმცა დიდი სურვილი რომ აქვს ბიძინა ივანიშვილს რომ ეს ასე მოხდეს. ეს ნათელია , ამის მაგალითები გვაქვს სხვა სისხლის სამართლის ფარგლებში, იგივე ირაკლი ოქრუაშვილი. თუკი გიგი უგულავას მიმართ ივანიშვილმა იკადრა უკადრებელი, თავის თავს დააბრალოს -. მას კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

დემოკრატიული საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოთქვას იმედს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, გიგი უგულავაზე არ ჩაატაროს ექსპერიმენტი, რომლის მსგავსიც იურისპრუდენციაში არის აბსოლუტურად მიუღებელი. ,,წარმოუდგენელია, ადამიანი ერთი და იგივე დანაშაულისთვის ორჯერ გაასამართლონ, ამას არამარტო როგორც პოლიტიკოსი, არამედ, როგორც იურისტიც გეუბნებით. ეს იქნება აბსოლუტური ნონსენსი, ეს იქნება აშკარა პოლიტიკური დევნა და ამას ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. ასე რომ მე ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სოლიდარული ვიქნები ბატონი უგულავასი და ხელისუფლება მოიმკის, ასეთ შეცდომას თუ დაუშვებს – ამბობს ნინო ბურჯანაძე.

ხელისუფლება და მის მხარდაჭერები ოპოზიციის გაფრთხილების ყურად ღებას არ აპირებენ.

,,ოპოზიცია ყველა შესაძლო გამოძიებას, რომელიც ეხება პოლიტიკურ ფიგურას, მიუხედავად იმისა, მას აქვს დანაშაული თუ არა, ისინი ასე უდგებიან საქმეს, ფუთავენ, რომ ეს აუცილებლად არის პოლიტიკური დევნის საგანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკა არავისთვის არაა იმუნიტეტი, რომ მან გადაცდომა ჩაიდინოს და ამაზე პასუხი არ მოეთხოვოთ. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. – ამბობს ე.წ მეამბოხე მაჟორიტარი, დიმიტრი ხუნდაძე გიგი უგულავაზე

წინა სტატიაჯოხები მეისრეების ზურგზე ტყდება, კალაძის თავზე შარავანდედი რჩება – გაფლანგვები და ნეპოტიზმი თბლისის მერიაში
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე: „წავედი მარტო დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან და ნაციონალურ მოძრაობაში ვრჩები“
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური