მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია ერთ მაგიდასთან დასხდება და მოქმედების ერთიან გეგმას შეიმუშავებს. აუცილებლად გაგხევთ...

ოპოზიცია ერთ მაგიდასთან დასხდება და მოქმედების ერთიან გეგმას შეიმუშავებს. აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე – გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს

Published on

უგულავას ციხეში ჩასმა ოპოზიციისთვის სტიმული უნდა იყოს, რომ ერთ მაგიდასთან დასხდნენ და მოქმედების ერთიანი გეგმა შეიმუშავონ. აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ   მას შემდეგ განაცხადა, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა და უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„მაშინ, როდესაც ოპოზიცია აქ შეკრებილი იყო და იმაზე მსჯელობდა, რა პრინციპი შეიძლება დაედოს საფუძვლად კომპრომისს, რომელიც შეიძლება ფასილიტატორებმა შემოგვთავაზონ, კიდევ ერთხელ გვითხრა ოლიგარქიულმა მთავრობამ, რომ „ფეხებზე გვკიდია“ ოპოზიციაც, საქართველოს მოქალაქეც, პროპორციული თუ არაპროპორციული არჩევნები, ჩემი ხელი არის მთავარი, რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ამიტომ თეზისურად გეტყვით, პირველივე რაუნდიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ დიალოგის მიმართ. ვიცოდი, რომ ამით დამთავრდებოდა. მეორე – ვინც არ უნდა ჩასვან ციხეში, რა რაოდენობითაც არ უნდა ჩაგვსვან, ამ ტალღის გაჩერება შეუძლებელია. მესამე – გიგი რომ ციხეში წავა, კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისთვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს, შეთანხმდნენ ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ ერთმანეთს კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს, ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში“, -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ  

სიახლეები

ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებოს საქართველოში – მურთაზ ზოდელავა

არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში...

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი...

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...