გრიგოლ ვაშაძე: „წავედი მარტო დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან და ნაციონალურ მოძრაობაში ვრჩები“

0
426

„წავედი მარტო დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან და ნაციონალურ მოძრაობაში ვრჩები“, – . უთხრა მედიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ დღეს, 10 თებერვალს, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე. იგი კატეგორიულად უარყოფს, დაყრილ ხმებს ( გასაგებია, ვის მიერაც), რომ პარტიის თანადამფუძნებელთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კონფლიქტის გამო, პარტიიდან მიდის

ჟურნალისტების შეკითხვას, აქვს თუ არა კონფლიქტი სააკაშვილთან, ვაშაძემ უპასუხა: „ყველა სისულელეს რატო უსმენთ? რამდენი მოცლილი რაღაცას დაწერს ფეისბუქში, აი, ამ სისულელეს… როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა, ჯერ ჩემი და მიშას კონფლიქტი და მეორე ის, რომ მე გადავდექი, გადავდექი ისე, რომ ეს იცის ვიღაცამ და მე არ მივმართე… თეორიულ იმაზე გელაპარაკებით“.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განზრახვას, 1 მარტს თბილისში პირადი შტაბი გახსნას, გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც დღევანდელი კორუმპირებული ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებს.

წინა სტატია,,ქარს დათეს, ქარიშხალს მოიმკი” – ოპოზიცია ხელისუფლებას აფრთხილებს, ხელი აიღოს გიგი უგულავას მიმართ უსამართლო განაჩენის გამოტანის განზრახვაზე
შემდეგი სტატია,,დატორმუზება” ხუნდაძისებურად – ,,რა საარჩევნო სისტემაც არ უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ მმართველ გუნდს, მარცხისთვის განწირულია, ჩვენ მაჟორიტარები გამოვიყენებთ მუხრუჭს”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური