მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავა - ეს არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული, პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება

გიგი უგულავა – ეს არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული, პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება

Published on

ეს არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული, პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.

„არ ვაპირებ, შევიდე სამართლებრივ ნაწილში, რადგან სამართლებრივად ეს ყველაფერი უბრალოდ არაფერი არ არის. ცარიელი ადგილია და არაფერზე საუბრით არ გადაგღლით. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, არის პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც სუფთა ფორმალურად რომ ვთქვათ, იმის დროც კი არ ჰქონდათ, საქმეს გაცნობოდნენ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ოდნავ თავმოყვარე მოსამართლემაც კი, და თავმოყვარეობაზე იქ ახალდანიშნულებში ძალიან დაბალი ნიშნულია მოგეხსენებათ, ოდნავ თავმოყვარე მოსამართლემაც არ შეასრულა ეს ბრიყვული ბრძანება, გაბინაშვილის ამ უვიცი მოსამართლის და უდიპლომო თადუმაძის, რომელსაც ალბათ თვის ბოლოს თანამდებობაზე კიდევ უფრო დააწინაურებს ივანიშვილი, მათი ხელით მომისაჯა ეს ბოდვა“ ,- განაცხადა უგულავამ.

„ფაქტი არის ერთი, რომ გზა, რომელიც აირჩია ოპოზიციამ, აშინებს ივანიშვილს. ერთობა, რომელიც აქ სუფევს, არის გამარჯვების წინაპირობა. ამ გზაზე იქნება დაჭერები და მიუხედავად წნეხისა ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ფაქტია, რომ ივანიშვილი გონდაკარგულია. არავითარი დაჭერა, არ შეგვაცვლევინებს აზრს და არ ვაპირებთ ბინძურ ვაჭრობაში შევიდეთ ამ გოგოლის პერსონაჟთან. არ ვაპირებთ ვივაჭროთ ადამიანების ზურგს უკან. ივანიშვილი ასეთი ქმედებებით მხოლოდ და მხოლოდ ძაბავს სიტუაციას და ახდენს სიტუაციის რადიკალიზაციას, რაც მისთვის დამთავრდება ძალიან ცუდად. თუ თავისუფლების გზა გადის ციხეში, მზად ვარ მესამედ წავიდე ციხეში. მე ამაზე არ ვწუხვარ. მინდა შესაბამის სამსახურებს მივმართო, ახლა ვაპირებ დავემშვიდობო ჩემს კოლეგებს, ასევე წავიდე ოფისში, ბარნოვის 40 ნომერში და დავემშვიდობო ჩემს მეგობრებს.

გიგი უგულავამ მიმართა განაჩენის აღმსრულებლებსაც დაგელოდებით, მეგობრებო, მობრძანდით თქვენი უწყისით. ამავე დროს, მე მზად და მირჩევნია მე თვითონ… გამოცდილება შესაბამისი მაქვს, მანქანა ჩალაგებულია, ყველა ნივთი, წიგნი მომზადებულია ბუნებრივია, ეს ყველაფერი წინასწარ ვიცოდი, თავად მივალ მათ მიერ მითითებულ ციხეში. მაცნობეთ, როგორ აღვასრულო თქვენი უკანონო და რეგვენული გადაწყვეტილება. არ ვაღიარებ არაფერს. არც ბრალს ვიღებ, მაგრამ ვიღებ სასჯელს, რადგან ივანიშვილის საქართველოში ციხე არის ის ადგილი, სადაც ადამიანებმა შეიძლება იპოვო თავისუფლება და მე ამ თავისუფლებას ვიპოვი“.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. როგორც საქართველოს პირველ არხს უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა, უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა,

სიახლეები

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...

მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის...

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...