მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,დატორმუზება'' ხუნდაძისებურად - ,,რა საარჩევნო სისტემაც არ უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ მმართველ გუნდს,...

,,დატორმუზება” ხუნდაძისებურად – ,,რა საარჩევნო სისტემაც არ უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ მმართველ გუნდს, მარცხისთვის განწირულია, ჩვენ მაჟორიტარები გამოვიყენებთ მუხრუჭს”

Published on

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოწინააღმდეგე დეპუტატი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობიდან დიმიტრი ხუნდაძე მმართველ გუნდს მოუწოდებს, არ აჰყვეს ოპოზიციის „სახიფათო თამაშს“.

„როგორც ჩანს, ოპოზიციამ პასუხისმგებლობასთან ერთად სერიოზულობაც დაკარგა და დაიწყო ციფრებით თამაში“, – უთხრა დღეს, 10 თებერვალს მედიას დიმიტრი ხუნდაძემ. მისი კომენტარი მოჰყვა გავრცელებულ ცნობებს, რომ ოპოზიციური პარტიები ამზადებენ ახალ წინადადებებს, მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატების რიცხვის 73-დან 15-მდე შემცირების შესახებ.

ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს, როგორც თავად ამბობს, უღრმავდება ეჭვი, რომ ოპოზიციას უნდა, „ქართულ ოცნებას“ შესთავაზოს უშედეგო წინადადება და უარის შემდეგ, „რევოლუციურ სცენარზე“ გადავიდეს.

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ხუნდაძემ უკიდურესად კომპრომისული უწოდა მმართველი გუნდის ბოლო შეთავაზებას, რომელიც ითვალისწინებს 100 დეპუტატის პროპორციული და 50-ის მაჟრიტარული წესით არჩევას: „რის იქეთაც უკვე არის მოსალოდნელი კრიზისი ქვეყანაში“.

დიმიტრი ხუდაძის განცხადებითვე, მმართველი გუნდი ოპოზიციას არ უნდა შეჰყვეს სახიფათო თამაშში: „და თუ ის ამას გააკეთებს, ჩვენ მაჟორიტარები და არა მხოლოდ მაჟორიტარები კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ მუხრუჭს“.

ხუნდაძის შეფასებით, ოპოზიცია, რა საარჩევნო სისტემაც არ უნდა შესთავაზოს მმართველ გუნდს, მარცხისთვის განწირულია.

2019 წლის შემოდგომაზე დიმიტრი ხუნდაძე ჩაუდგა სათავეში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ჯგუფს, რომელმაც ხმა არ მისცა თავად უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ. მოგვიანებით, ხუნდაძემ მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა მოითხოვა.

სიახლეები

ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებოს საქართველოში – მურთაზ ზოდელავა

არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში...

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი...

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...