მთავარისიახლეებისაზოგადოება"შეცვალემ" ანაკლიაში აქცია-პერფომანსი გამართა

“შეცვალემ” ანაკლიაში აქცია-პერფომანსი გამართა [Video]

Published on

“პორტი ფაფუ”, “შეცვალე ჩაძირული ანაკლიის პროექტი”, “ანაკლიის პორტის ჩაშლა რუსული ოცნების ახდენას ნიშნავს”.- ამ წარწერიანი პლაკატებით მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა ანაკლიაში, სადაც პორტის მშენებლობა მიმდინარეობდა, სიმბოლურად აქცია -პერფომანსი გამართეს. აქტივისტების განმარტებით, ისინი ამ ფორმით პორტის პროექტის შეჩერებას აპროტესტებენ. მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთმა აქტივისტმა დარიკო არქანიამ განმარტა, რომ პორტის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია, ხალხი დაუსაქმებელია, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებას ნაკლებად აინტერესებს. აქციის ბოლოს მათ წყლით სავსე ტაშტში ქაღალდის გემები გაუშვეს.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...