მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონფლიქტის გამო მსახიობების მიერ თეატრის დატოვების ფაქტს ხელმძღვანელობა არ ადასტურებს

კონფლიქტის გამო მსახიობების მიერ თეატრის დატოვების ფაქტს ხელმძღვანელობა არ ადასტურებს [Video]

Published on

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდის თეატრის დირექტორთან კონფლიქტის გამო რამდენიმე მსახიობმა თეატრი დატოვა, ამ ფაქტს თეატრის წარმომადგენლები არ ადასტურებენ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლაშა შეროზიამ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ორმა მსახიობმა, კოკა ხუბუტიამ და ირაკლი სამუშიამ განცხადება დაწერეს, თუმცა ადმინისტრაციას მათი განცხადება არ დაუკმაყოფილებია, „მათ მივეცით გარკვეული დრო მოსაფიქრებლად“. მსახიობ ზურაბ ლაშხიას თქმით, ყველა თეატრში ასე ხდება, მსახიობები მიდიან და მოდიან, ეს მხოლოდ მათი სურვილი და გადასაწყვეტია. მსახიობები ირაკლი სამუშია და კოკა ხუბუტია ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის ყოფილი დირექტორის, ზურაბ ეგუტიას იგივე თანამდებობაზე დაბრუნებას აპროტესტებენ. ზუგდიდის თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტია 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში დაინიშნა. მისი კანდიდატურა კულტურის სამინისტროს ახლადდანიშნულმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლაშა შეროზიამ წარუდგინა.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...