მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილი მერი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილი მერი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია პატიმრობაში დატოვა

Published on

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილი მერი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და მასთან ერთად დაკავებული ყოფილი საჯარო მოხელეები პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ მსჯავრდებულის უფლებადამცველის ედიშერ ქარჩავას შუამდგომლობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

როგორც ტყ 1 -ის ჟურნალისტს ნატო ბერულავას მსჯავრდებულის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა, არ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების საფუძველი. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ბრალში მითითებულია სამი მოწმე, რომლებიც ბრალდებულები არიან და მათზე არანაირი სახის ზეწოლა არ განხორციელებულა და არც მომავალში განხორციელდება. ადვოკატის მტკიცებით, არც მიმალვის საფრთხე არსებობს და მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანახმაა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

ბრალდებულმა ირაკლი კაკულიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ ბრალდებაში – სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში თავს დამნაშავედ ცნობს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 8 ნოემბერს სამი მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით ითვალისწინებს.


სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...