მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩილ თალაკვაძე: ,,კონგრესმენებმა მიიღეს სრული ინფორმაცია იმ საკითხებზე, რაზეც წერილებში იყო ყურადღება...

არჩილ თალაკვაძე: ,,კონგრესმენებმა მიიღეს სრული ინფორმაცია იმ საკითხებზე, რაზეც წერილებში იყო ყურადღება გამახვილებული. ჩვენ ჩამოვედით პასუხებით”

Published on

“ჩემთვის სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა კონგრესში”, – უთხრა 6 თებერვალს აშშ კონგრესში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს. მან აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკის ყველაზე საიმედო პარტნიორია რეგიონში და ამას არც მომავალში ემუქრება საფრთხე: აშშ-ის კონგრესში საქართველოს მიმართ ნდობა, მხარდაჭერა და ოპტიმიზმი არსებობს და ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს არაფერი ემუქრება.

„კითხვები, რაც ჰქონდათ კონგრესის წევრებს და რაც იყო წერილებში გამოხატული, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი და არის მოლოდინები, როგორც იმ ქვეყნის მიმართ, ვისაც აქვს ყოველწლიურად ხელშესახები პროგრესი, უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონგრესმენებმა მიიღეს სრული ინფორმაცია იმ საკითხებზე, რაზეც წერილებში იყო ყურადღება გამახვილებული. „ჩვენ ჩამოვედით პასუხებით. ეს არის მეგობრების პოზიცია და ჩვენი მხრიდან აღქმულია, როგორც მეგობრების მოსაზრება“, – უთხრა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის  ვიზიტი აშშ-ში 5-10 თებერვალს იმართება. 6 თებერვალს მან პარლამენტის ვიცე-სპიკერთან კახა კუჭავასთან ერთად შეხვედრები კონგრესში   გამართა. დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც.

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...