მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ვოი, პარლამენტთან ნაციონალური ვირუსი მოდგა'' - ნუკრი ქანთარია დახმარებისთვის ეკატერინე ტიკარაძეს...

,,ვოი, პარლამენტთან ნაციონალური ვირუსი მოდგა” – ნუკრი ქანთარია დახმარებისთვის ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს

Published on

,,გვაქვს მეორე ვირუსი კიდევ, რომელიც აგერ პარლამენტის კართანაც არის ხოლმე მომდგარი, ეს უკვე პოლიტიკური ვირუსი და ეპიდემიაა, „ნაციონალური ვირუსი“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მისულ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს. ნუკრი ქანთარიამ იმედი გამოთქვა, რომ უწყებების საქმიანობის წყალობით „ნაციონალური ვირუსის“ არეალი შემცირდება.

„მადლობა თქვენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ყველას, ვინც დგას ჩვენი საზღვრების სადარაჯოზე და არ უშვებს იმ უბედურებას, რასაც ჰქვია კორონავირუსი. თუ თქვენ მოახერხებთ ამას, რომ მიუღწეველი იყოს ამ ჭირისთვის საზღვრის გადმოლახვა, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. გვაქვს მეორე ვირუსი კიდევ, რომელიც აგერ პარლამენტის კართანაც არის ხოლმე მომდგარი. ეს უკვე პოლიტიკური ვირუსი და ეპიდემიაა – ნაციონალური ვირუსი. მაგრამ მისი არეალი არ არის ისეთი დიდი. ვისაც უნდა გადადებოდა – გადაედო და მე მგონია, რომ ყოველი თქვენგანის და ასევე სხვა სფეროების წარმომადგენლების საქმიანობაც შეუწყობს ხელს იმაში, რომ ამ ვირუსის არეალი დაპატარავდეს და შემცირდეს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

სიახლეები

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...

“რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული” – ზელენსკი

"რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული" - ამის შესახებ უკრაინის...

ილია თოფურია თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა...