მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ ითვლიან თავებს კობახიძეები პარლამენტთან გამართულ აქციაზე

როგორ ითვლიან თავებს კობახიძეები პარლამენტთან გამართულ აქციაზე

Published on

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის საპროტესტო აქციას აფასებს და ამბობს, რომ აქციაზე “200 ნაციც არ იყო”.

,,200 ნაცი და დღეს, ვხედავთ, 200 ნაციც არ იყო, იკრიბება პარლამენტის შენობასთან, ეს ვერანაირ დისკომფორტს ვერ შექმნის, დისკომფორტს ისინი თვითონ უქმნიან თავიანთ თავს. როცა 200 ნაცი უსტვენს, ეს არის მათთვის დისკომფორტი. ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში, დიდიან-პატარიანად, ნაცები.

ადრე 200 ნაცი იკრიბებოდა, ახლა 200 ნაციც ვერ იკრიბება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში.

60 ოლიმპიური ჩემპიონი უნიათობაში დგას ჭიშკართან, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი”- თქვა კობახიძემ.

,პარლამენტის წინ ხალხის რაოდენობას ითვლიინ აივნებიდან გადმომდგარი ,,ოცნების” ხელის ბიჭები. ვერ ხვდებიან, რომ თვლას აზრი არ აქვს”. – ასე ეხმიანება ,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა აჩბა უმრავლესობის განცხადებებს

,,პარლამენტთან ჩატარებული ყოველი პიკეტი არის ლურსმანი ხელისუფლებისთვის, რომელსაც ყოველდღიურად აჭედებს საერთაშორისო თანამეგობრობა და ქართული საზოგადოება. ოპოზიცია ემზადება რომ საპროტესტო ტალღამ რეგიონებშიც გადაინაცვლოს. ხწლისუფლებას მოსვენება აღარ ექნება, სანამ საზოგადოებას სამართლიან, პროპორციულ არჩევნებზე დაპირებას არ დააბრუნებს.” – აცხადებს მამუკა აჩბა.

სიახლეები

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...

“რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული” – ზელენსკი

"რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული" - ამის შესახებ უკრაინის...

ილია თოფურია თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა...