,,მადლობა კაცს, რომელმაც შეუძლებელი შეძლო” – კარლო კოპალიანის გამოსამშვიდობებელიი სადღეგრძელო პარლამენტში

0
504

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს კარლო კოპალიანს   დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. ვადაზე ადრე მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა. კოპალიანის ადგილმონაცვლე პარლამენტში, სავარაუდოდ, ვალერი გელაშვილი იქნება.

საკითხის კენჭისყრამდე  კარლო კოპალიანმა მადლობა გადაუხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ -მინისტრს გიორგი გახარიას, მინისტრთა კაბინეტსა და დეპუტატებს

„ბატონებო, მინდა ამ დარბაზში შევქმნა პრეცედენტი, როდესაც პარლამენტს გუნდის წევრი ტოვებს არა გაბრაზებული, არამედ მადლიერებით აღვსილი. მინდა ეს მომავალში მაგალითად იქცეს. მინდა, მადლობა ვუთხრა ცაგერის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს , რომელმაც 2008 წელს გამბედაობა გამოიჩინა და ხმა ოპოზიციონერ კანდიდატს მისცა. მე ამ 12 წლის განმავლობაში მათთვის არასდროს მიღალატია. მადლობა მედიას, მთავრობას, ძალიან მაგარ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მის კაბინეტს, მადლობა ჩემს კოლეგებს. მადლობა ბატონ ბიძინას, იმ ადამინს, ვინც ეს ყველაფერი შექმნა ჩვენ ირგვლივ. მადლობა კაცს, რომელმაც შეძლო და საქართველოში პირველად არჩევნების გზით შეცვალა მოძალადე ხელისუფლება. ადამიანს, რომელმაც თავის დროზე ერთ-ერთმა პირველმა დამიძახა და შანსი მომცა, იმ ხალხის გვერდით ვყოფილიყავი, ვინც „ქართული ოცნება“ დააფუძნა. მადლობა მას ამ შესაძლებლობისა და 7 წლისათვის , რომ მომეცა საშუალება ჩემი მოკრძალებული სიტყვა მეთქვა ქართულ პოლიტიკაში. მადლობა „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი ქვეყნის უპირობო ლიდერს, ბატონ  ბიძინა ივანიშვილს , კახის, ირაკლის , დიტოს, ჩვენს პარტიულ ოფისს,” – განაცხადა კოპალიანმა.

შეგახსენებთ, რომ  კარლო კოპალიანისათვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იგი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აიჩიეს.

წინა სტატიაკორპუსის მშეებლობაზე, საიდანაც ორი მუშა გადმოვარდა, სამუშაოები შეჩერდა
შემდეგი სტატია,,ახავაი, გუშა” – მეგრული ჭაობის ფილოსოფია, სილამაზე და ისტორიული მეხსიერება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური