მთავარისიახლეებიპოლიტიკაშოთაძე, ივანიშვილი-ჩხარტიშვილი-ხაზარაძის შეხვედრაზე დასწრებას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ იქ შემთხვევით მოხვდა

შოთაძე, ივანიშვილი-ჩხარტიშვილი-ხაზარაძის შეხვედრაზე დასწრებას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ იქ შემთხვევით მოხვდა

Published on

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატთან გასაუბრება მიმდინარეობს.  საბჭოს წევრები უკვე რამდენიმე საათია ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს უსმენენ.

შეხვედრა დატოვა ოთარ კახიძემ. ოპოზიციის წარმომადგენელი შეხვედრას მას შემდეგ აღარ ესწრება, რაც ირაკლი შოთაძემ უპასუხა მის მიერ დასმულ კითხვას და დაადასტურა “თიბისი” ბანკის დამფუძნებლის განცხადება, რომ ივანიშვილი-ჩხარტიშვილი-ხაზარაძის შეხვედრაზე ნამდვილად იმყოფებოდა. შოთაძის განცხადებით, ის შეხვედრას მოქმედი გენერალური პროკურორის რანგში არ დასწრებია და იქ შემთხვევით მოხვდა.

“ივანიშვილთან გაიმართა გარკვეული თათბირი, სადაც ესწრებოდა ბატონი მამუკა ხაზარაძე და ესწრებოდით თქვენ, მოქმედი პროკურორის რანგში, ადასტურებთ, რომ ნამდვილად ესწრებოდით?” – მიმართა კითხვით ოთარ კახიძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატს.

“დიახ, ვადასტურებ, ოღონდ მთავარი პროკურორის რანგში არ ვესწრებოდი. დაემთხვა ისე, რომ სწორედ ამ პერიოდში, როდესაც შეხვედრა უნდა ჰქონოდათ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მე აღმოვჩნდი იქ. შესაბამისად, შეიქმნა უხერხულობა და მე უბრალოდ დავესწარი. ამ შეხვედრაზე რომ გაჟღერებულიყო ისეთი რამე, ან მომხდარიყო ისეთი ფაქტი, რომ ჩემი იქ დასწრება მიზანშეუწონელი იქნებოდა, მე დავტოვებდი ამ შეხვედრას. საუბარი იყო დავის საგანზე, სამოქალაქო დავაზე.

მე ვიყავი მთავარი პროკურორი, ვიყავი პირად საკითხზე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ეს იყო კერძო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა გარკვეულ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობდი. შესაბამისად, მე ამ შეხვედრაზე არანაირი სტატუსით არ ვესწრებოდი და მოვხვდი შემთხვევით, შეხვედრაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია და ხმაც არ ამომიღია,”- განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა. შოთაძის თქმით, შეხვედრაზე ივანიშვილმა მიიპატიჟა.

ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე ხაზარაძემ რამდენიმე თვის წინ ისაუბრა. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ,  სოლოლაკის რეზიდენციაში შეხვდა “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს. მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდა იმდროინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. ხაზარაძემ ამ შეხვედრას “პატარა სასამართლო” უწოდა.

სიახლეები

“რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული” – ზელენსკი

"რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული" - ამის შესახებ უკრაინის...

ილია თოფურია თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...