მთავარისიახლეებიპოლიტიკადაპირისპირება პარლამენტში - ეკა ბესელია და სოფო კილაძე ერთმათენთ დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება პარლამენტში – ეკა ბესელია და სოფო კილაძე ერთმათენთ დაუპირისპირდნენ

Published on

ეკა ბესელია სოფიო კილაძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. საუბარია ამნისტიის აქტზე, რომელიც 2012 წელს გამოიცა.

დღევანდელ სესიაზე ბესელიამ კილაძეს მტკიცებულებების გასაჯაროვება და კონკრეტული გვარების დასახელება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცილისწამებისთვის მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

“მე მოვითხოვ მისგან პასუხს, დადოს კონკრეტული ფაქტები ან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, თორემ მას ვერ უშველის ჩინჩალაძის სასამართლო, რომ დაიზღვიოს ამითი თავი. ამ ცილისწამებისთვის მას აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა. კილაძემ გადაასწრო “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც თავის დროზე, წლების განმავლობაში არ იღლებოდა ცილისწამებებით პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

სოფიო კილაძე კი მიიჩნევს, რომ ამ საკითხით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

“კითხვის ნიშნები არის კონკრეტულ გვარებთან მიმართებით. კიდევ ერთხელ ვამბობ საჯაროდ: პროკურატურა ამ საქმით უნდა დაინტერესდეს. მე არ ვარ არც გამომძიებელი და არც პროკურორი, მე ეს საკითხი დავსვი უმრავლესობის სხდომაზეც, კონკრეტული გვარებით. ყველანაირად შეეცდება ეს ქალბატონი, რომ გააფთრებით დაიცვას თავი, მაგრამ ვფიქრობ, მან უნდა გასცეს კითხვის ნიშნებს პასუხი, თუ თვლის, რომ ნამდვილად დაირღვა მისი უფლებები და დაიცვას თავისი სიმართლე,” – განაცხადა სოფიო კილაძემ.

სიახლეები

“რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული” – ზელენსკი

"რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული" - ამის შესახებ უკრაინის...

ილია თოფურია თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...