მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩაგკლავთ ღორივით" - მიხეილ ხუბუტია გიორგი ბოტკოველს დაემუქრა

“ჩაგკლავთ ღორივით” – მიხეილ ხუბუტია გიორგი ბოტკოველს დაემუქრა

Published on

პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, მიხეილ ხუბუტია კახეთში მიწებს ყიდულობს – დაპირისპირება ნაფარეულში. მიწა გაფორმებულია ცოლის დის – ნონა ჯანაშიას სახელზე. რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის მიერ მიწების შესყიდვას, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს. ნაფარეულში დღეს გიორგი ბოტკოველი ჩავიდა.მის გამოჩენას კი ხუბუტიას მხრიდან გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოყვა.დაპირისპირება გიორგი ბოტკოველის ინიციატივას მოყვა, რომელმაც გადაწყვიტა, პირადად გაერკვია, თუ რა ამოძრავებდა პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს.ასევე ქონდა თუ არა ხუბუტიას მორალური უფლება ეწარმოებინა სოფლის მეურნეობის ბიზნესი, იმის შემდეგ, რაც მან არაერთხელ ღიად დაადანაშაულა საქართველო რუსეთთან ომის დაწყებაში.”ჩაგკლავთ ღორივით”- ამ სიტყვებით მიმართა ხუბუტიამ ბოტკოველს და მის მიმართ აგრესია გამოიჩინა, ხუბუტიამ ასევე ბოტკოველს დებილი უწოდა.ხუბუტია აგრესიული იყო ჟურნალისტების მიმართაც.ხუბუტიამ განაცხადა, რომ პუტინს ახლაც აქებს.

სიახლეები

“რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული” – ზელენსკი

"რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული" - ამის შესახებ უკრაინის...

ილია თოფურია თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...