16 თებერვალს ზუგდიდში, კულტურისა და ხელოვნების საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული შოუ-პროგრამა გელოდებათ. უკრაინული საბავშვო ვოისი 2019-ის გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილის დაუვიწყარი სოლო კონცერტი , ასევე ზუგდიდს ესტუმერბა ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბარიტონი, ფონდი “მსოფლიო ტალანტების” და “გზა კარნეგი ჰოლამდე” დირექტორი დავით ღვინიანიძე.
“კონცერტისთვის თითქმის ყველაფერი მზადაა , ამ ეტაპისთვის ვმუშაობთ სცენის დეკორაციაზე და ტექნიკურ საკითხებზე. სტუმრებს 15 თებერვალს ველოდებით , კონცერტზე იქნება ძალიან ბევრი სიუპრიზი, რასაც რა თქმა უნდა წინასწარ არ ვიტყვით”- განაცხადა კონცერტის ორგანიზატორმა ბექა ლაგვილავამ. კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება

