მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქმეს აშშ -ში თალაკვაძის ჩასვლა და ლოყების დაბერვა ვერ უშველის - პრობლემა...

საქმეს აშშ -ში თალაკვაძის ჩასვლა და ლოყების დაბერვა ვერ უშველის – პრობლემა სადაც არის, იქ უნდა მოგვარდეს, ხელისუფლება კი ამას არ აპირებს

Published on

ხელისუფლებამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და უახლოეს დღეებში კონგრესმენებისა და სენატორებისგან არაერთი კრიტიკული წერილის მიღების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ვიზიტი დაგეგმა.

ხელისუფლების ამ ,,გამოსავალს” ოპოზიციაში ეხმაურებიან.
,, ქართული ოცნება” მოძალადე დეგრადანტებს ეფუძნება, მეტი პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია. საუზმეზე მიდის თალაკვაძე, სამ თოხლო კვერცხს შეჭამს, სამი ცალი შეხვედრა ექნება, ლოყებს დაბერავს, ჩამოვა და გვეტყვის, რომ ყველაფერი კარგადაა. ამას რომ იტყვის, მაშინ წამოვა კიდევ ერთი წერილი – ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიგი იგულავა ფორმულასთან ინტერვიუში.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, თუ საქართველოში არ იქნება გადადგმული სწორი ნაბიჯები, იქ უბრალოდ ჩასვლა პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

,,ვიზიტი და მხოლოდ მორიგი ვიზიტორის ჩასვლა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში თავისთავად არაფრის მომგვარებელი არ არის იმიტომ, რომ პრობლემა სადაც არის, იქ უნდა მოგვარდეს და პრობლემა არის იმაში, რომ ხელოსუფლებამ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო“

„გზავნილებზე პასუხები, რაც ისმოდა ხელისუფლების მხრიდან, იმდენად არასწორი იყო, რომ ამძიმებდა მდგომარეობას და ყოველი პასუხის შემდეგ იქიდან ვიღებდით კიდევ უფრო უარეს დარტყმას. ეს იყო განპირობებული იმით, რომ როდესაც აშშ-დან პირველი კრიტიკული სიგნალი წამოვიდა, აქედან გაიცა არაადეკვატური პასუხი. შემდეგ იქიდან დამძიმდა რეაქცია და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. ამიტომ მე ვერ ვხედავ, რომ ეს „მესიჯბოქსი“ შეიცვალა. ხელისუფლების „მესიჯბოქსი“ არის ის, რომ ისინი ვერ ერკვევიანო, მათ ინფორმაცია არ აქვთ და ვერ გაიგეს ქვეყანაში რა ხდებაო – ამ მესიჯებს ხელისუფლება არ ცვლის და ეს მესიჯები განაპირობებს იქიდან კიდევ უფრო დამძიმებულ რეაქციებს. აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.  

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...