ქვეყნის სიყვარული ისჯება, სიძულვილს პრემიებით ასაჩუქრებენ – ,,შეცვალე” ქუთაისის ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებს

0
387

მოძრაობა ‘’შეცვალეს’’ წევრებმა, თბილისის პარალელურად აქცია გამართეს ქუთაისში. სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისის მერიასთან მივიდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდეს.

ახალგაზრდები ქართული ოცნების მიერ დამკვიდრებულ შერჩევით სამართალს აპროტესტებენ.

მათი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქალაქის მართვა და პირიქით, პრობლემები შექმნა.

აქციის მონაწილეებმ მერიის შენობაზე სტიკერები გააკრეს და შენობის წინ წარწერის „უნიათო ხელისუფლების” დატოვება სცადეს, რისი უფლებაც დაცვამ არ მისცა, რასაც ადგილზე მცირედი დაპირისპირება მოყვა.

„მერიის წინ შევიკრიბეთ, რათა უნიათო მთავრობას შევახსენოთ, რომ ყველას ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვიჭერენ. ცდილობენ, მაგრამ არ გამოუვათ. ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი, მათმა მხარდამჭერებმა კვერცხები დაუშინეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მაგრამ არავინ დასჯილა. ქვეყნის სიყვარული ისჯება, სამაგიეროდ, ქვეყნის სიძულვილს პრემიებით ასაჩუქრებენ. ბოლო მოუღეს ქალაქს“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ისინი მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი შესაძლებლობა არ მიეცათ.

წინა სტატიასაქმეს აშშ -ში თალაკვაძის ჩასვლა და ლოყების დაბერვა ვერ უშველის – პრობლემა სადაც არის, იქ უნდა მოგვარდეს, ხელისუფლება კი ამას არ აპირებს
შემდეგი სტატიარა ნიშნით გაათავისუფლეს 28 სოციალური მუშაკი სამსახურიდან?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური