მთავარისიახლეებისამართალიმალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან ბანერის დადგმას და საგამოძიებო კომისიის შექმნის...

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან ბანერის დადგმას და საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების გააგრძელებას აპირებს

Published on

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას გააგრძელებს.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი ეუბნება, რომ უახლოეს მომავალში წერილობით მიმართავს თბილისის მერიას და აცნობებს, რომ საქართველოს პარლამენტის შენობასთან ბანერის დადგმას აპირებს. მისივე თქმით, ხელმოწერების შეგროვების პროცესში ის სავალ ნაწილს ხელს არ შეუშლის.

„კი არ ვითხოვ, ვაცნობებ, რომ ვაპირებ ისევ ჩემი პროცესის გაგრძელებას“, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი და განაგრძობს: „ჯერ ბანერზეა საუბარი, მაგრამ შემდეგ, ალბათ, კარავი დამჭირდება და იმასაც დავდგამ“.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ორი წელიწადზე მეტია, პანკისის ხეობაში ცატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას მოითხოვს. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, მაჩალიკაშვილების ოჯახს პარლამენტის შენობის წინ კარავი და ბანერი ედგა თვეების განმავლობაში. თბილისის მერიამ, ახალი წლის წინ, საპროტესტო კარვები, მათ შორის, მაჩალიკაშვილის კარავი, აიღო და იქ საბავშვო ატრაქციონები დადგა. მოგვიანებით კი, პარლამენტის წინა ტერიტორია შემოღობეს და იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ უმრავლესობა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს არ განიხილავს.

პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა დასახელდა. თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო, პროკურატურამ შეწყვიტა ასევე გამოძიება მის წინააღმდეგ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზეც.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...