მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში 30 წლის ქალი გრიპის სიმპტომებით მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ზუგდიდში 30 წლის ქალი გრიპის სიმპტომებით მართვით სუნთქვაზე იმყოფება

Published on

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 30 წლის ქალი გრიპისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომით 2 დღის წინ შეიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამ ეტაპზე უცნობია თუ რა ტიპის ვირუსი აქვს ქალს, რადგან ლაბორატორიული ანალიზების პასუხები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალი ნამდვილად იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ოჯახს სურვილი აქვს გადაყვანის, თუმცა ქუთაისი ვერ ღებულობს, პაციენტების სიმრავლის გამო
ახალგაზრდა ქალი პირველის საჯარო სკოლის პედაგოგია. სკოლის დირექტორის ნინო გოგინავას თქმით, ახალგაზრდა მასწავლებელმა ამ სემესტრში დაიწყო მუშაობა, 2 დღე ის იყო გაციებული.
“ეს მასწავლებელი ერთი კვირა არ დადიოდა სკოლაში გაციების გამო, შემდეგ მოვიდა, რომ ეთქვა მისი მდგომარეობის შესახებ, თუმცა, როგორც გაირკვა მას თავი დაუბანია, რის შემდეგაც მდგომარეობა გაურთულდა. რაც შეეხება სკოლას, როგორც კი მასწავლებელი ცუდად გახდა, სკოლაში გატარდა პრევენციული ზომები, ჩატარდა მთლიანად სკოლის დეზინფეცია და ხვალიდან ჩვეულებრივ გაგრძელდება სასწავლო პროცესი.”- განაცხადა ნინო გოგინავამ.
დირექტორი ამბობს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, მშობლებს მოუწოდებს, არ გამოუშვან გრიპის ვირუსის მქონე ბავშვები სკოლაში და მიმართონ ექიმს.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...