მთავარისიახლეებისამხედრო თემასამხედრო პოლიციამ ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე ლოგისტიკის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავა

სამხედრო პოლიციამ ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე ლოგისტიკის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავა

Published on

თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას 2018-19 წლებში ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე ლოგისტიკის ვიცე-პოლკოვნიკის გიორგი ჯოჯიშვილის დაკავების შესახებ, რომელსაც ბრალად ედება თავდაცვის სამინისტროს ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების, ჯარების ლოგისტიკის ცენტრის დაცვის ბატალიონის მეთაური გ.ჯ. 2020 წლის 1 თებერვალს დააკავეს. სახელმწიფო ქონებას ის უკანონოდ დაეუფლა 2018 წელს და 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება 2019 წლის 18 დეკემბერს დაიწყო.

გ.ჯ. 2019 წლის 23-დან 25 დეკემბრის ჩათვლით იმყოფებოდა ბიულეტენზე, ხოლო შემდგომ პერიოდში, იანვრის თვეში – კუთვნილ შვებულებაში. ამ პერიოდში ბატალიონის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა შტაბის უფროსი შოთა თავართქილაძე.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...