მკვლელობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწვერისში

0
431

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწვერისში 1 თებერვალს დილით თანასოფლელებმა . 70 წლის მამაკაცის ცხედარი ნახეს. მას, თვითმხილველების თქმით, გულმკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

მამაკაცი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა და, როგორც ნათესავები ამბობენ, გული აწუხებდა.

არსებული ინფორმაციით,  მამაკაცი გუშინ საღამოს სახლში  არ მივიდა და მისმა ოჯახის წევრებმა პოლიციას მიმართეს. 

რა გახდა მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წინა სტატია„ მე არ გავყიდი იერუსალიმს“ – პალესტინური ავტონომიის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია გაწყვეტს ყოველგვარ ურთიერთობას ისრაელსა და აშშ-სთან
შემდეგი სტატიაადმინისტრაციულ საზღვარზე სოხუმმა არაოკუპირებული ტერიტორიიდან შემსვლელი მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება დაიწყო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური