ლევან იზორია პოსტის გარეშე დარჩა. ის ელოდება ივანიშვილის განაჩენს – ან მიიღებს სასჯელს, ან მიიღებს ჯილდოს-მორიგ თანამდებობას და საეჭვოა ეს ელჩის თამდებობა იყოს

0
494
171113-D-GO396-0082

ვრცელდება ინგორმაცია,რომ ლევან იზორია პოსტის გარეშე დარჩა – ძველ სამსახურში დაზვერვის ყოფილი ელჩი აღარ დადის. გერმანიაში ელჩად კი იგი ჯერჯერობით არ გაუშვიათ. მმართველ გუნდში არ აქვთ დაზუსტებული პასუხი იზორიასთან დაკავშირებით. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ იზორია გამოცდილი კადრია და კონტაქტები აქვს გერმანიაში, თუმცა ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საგარეო უწყებაში კი ამ ეტაპზე არ ადასტურებენ, რომ იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება, რაც ამყარებს ვარაუდს, რომ იზორია ვეღარ დაიკავებს გერმანიაში საქართველოს ელჩის პოზიციას. – წერს ,,ნიუ პოსტი”/

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ დაზვერვის ყოფილი შეფი ახლა ბიძინა ივანიშვილის განაჩენს ელოდება იმასთან დაკავშირებით თუ სად და როგორ გააგრძელებს საქმიანობას. ვინაიდან ლევან იზორიას წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ იგი ივანიშვილმა დატოვოს საქართველოში და და სახელდობრდასავლეთის რეგიონებში წინასაარჩევნო პერიოდში გამოიყენოს ოპოზიციის საწინააღმდეგოდ.


“იზორიას შემთხვევა არის იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ არის ჩამოშლილი და დეგრადირებული სახელმწიფო ინსტიტუტები. – სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანს მოუწია პირადად განცხადების გაკეთება, რომ გაიპარა თანამდებობიდან და ამტკიცებდა, რომ ინიშნებოდა გერმანიაში საქართველოს ელჩად მაშინ, როდესაც სათანადო პროცედურები არ მიმდინარეობს. მეტიც, სინამდვილეში ყველამ კარგად ვიცით, რომ იზორიას წინააღმდეგ უამრავი სისხლის სამართლის მასალები არსებობს პროკურატურაში და დღეს იზორია ელოდება ივანიშვილის განაჩენს, ის ან მიიღებს სასჯელს, ან მიიღებს ჯილდოს-მორიგ თანამდებობას” – აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი.

წინა სტატიაამერიკის კონგრესი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მისი არასერიოზულად აღქმა ყველაზე ნაკლებად საქართველოს აწყობს – დენიელ ფრიდი
შემდეგი სტატია“ბაიას” ბაზაზე ახალი, ევროპული სტანდარტების საცურაო აუზი გაიხსნა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური