ლევან ხაბეიშვილს ბრალი წაუყენეს

0
433

ლევან ხაბეიშვილს ძველი თბილისის სამმართველოში ბრალი წაუყენეს. თბილისის საკრებულოს დეპუტატს გამოძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს ედავება.

წაყენებულ ბრალდებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს ლევან ხაბეიშვილი.

გამოძიება თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსისი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ბრალი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას ჩვენების საფუძველზე წარედგინა. 

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოსთან, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრებიც იმყოფებიან.

წინა სტატიაენგურჰესში წყლის დონე 439 მეტრამდე შემცირდა
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე აცხადებს, რომ ხელისუფლება არ არის დეკანოზის გათავისუფლების წინააღდეგი, მაგრამ უბრალოდ საპატრიარქოს არ დაუპირისპირდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური