“ეს ღირსების საქმეა”- პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების გამოძიებას ითხოვს

0
813

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი  ნინო გოგინავა იმ ფაქტების გამოძიებას და სიმართლის დადგენას ითხოვს, რაც მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა.განცხადება დირექტორმა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში უკვე შეიტანა.

„ვითხოვ იმ ფაქტების გამოძიებას, რითაც ჩემს წინააღმდეგ მანიპულირებენ, თითქოს მე ფულს ვითხოვ სამსახურის სანაცვლოდ.  ახლახან სამი პენსიონერი პედაგოგი გავუშვი სკოლიდან და ავიყვანე ახლები. კონკურსი იყო გამჭვირვალე, ჩატარდა რესურსცენტრში. ყოველთვის ვიღაცა რჩება უკმაყოფილო და როცა ეტყვი, რომ ან ბავშვის ადგილი არ გაქვს, ან ვიღაც ვერ აბარებს გამოცდას და როცა ეუბნები, ეს უკვე საეჭვოდ ეჩვენებათ, აი, ხედავ? ფული უნდა…დავიღალე…როცა სხვა ნიუანსი არ რჩებათ, ასე მანიპულირებენ..ამიტომ გადავწყვიტე შემეტანა სამმართველოში…ჩემთვის ღირსება მთავარია“- განუცხადა „ოდიშინიუსს“ პირველი სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მოქალაქე რუსკა ცხადაიამ გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც  წერდა, რომ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გოგინავა, მასწავლებლის პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ 1000 დოლარს იღებდა და განათლების სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებდა.

წინა სტატიამოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ხობში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაენგურჰესში წყლის დონე 439 მეტრამდე შემცირდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური