მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ლოგოს შესარჩევი საკონკურსო კომისიისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორი კანდიდატი...

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ლოგოს შესარჩევი საკონკურსო კომისიისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორი კანდიდატი აირჩიეს [Video]

Published on

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ლოგოს  შესარჩევი საკონკურსო კომისიისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორი კანდიდატი აირჩიეს. არჩევნები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისში  კონსესუსის გზით ღია კენჭისყრით ჩატარდა, სადაც ხმათა უმრავლესობით სამოქალაქო სექტორიდან – ნანა თოდუა, ხოლო მედიიდან გია ხასია აირჩიეს.ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს არ გააჩნია ისეთი აუცილებელი ატრიბუტი , როგორიცაა ლოგო.„ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ გადაწყვეტილებით, ლოგოს შესარჩევი სპეციალური საკონკურსო კომისია უნდა შიქმნას,  რომელიც დაკომპლექტდება მერიის, საკრებულოს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის, ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრის   სპეციალისტებისაგან და დანიშნულების მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლისაგან.სულ კომისიაში 11 წევრი იქნება.შეხვედრა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის  დირექტორისგან მიღებული წერილის საფუძველზე გაიმართა.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...