მთავარისიახლეებიპოლიტიკაზრდილობიანი მერი (სისხლიან მერიში არ შეგეშალოთ) და კომენტარების კომენტარი უგულავასგან

ზრდილობიანი მერი (სისხლიან მერიში არ შეგეშალოთ) და კომენტარების კომენტარი უგულავასგან

Published on

,,უგულავა არ არის საინტერესო, უგულავა არის ერთი ჩვეულებრივი კრიმინალი, თაღლითი, ქურდბაცაცა.ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე, ევროპული საქართველოს წევრის, გიგი უგულავას სიტყვებს – “სად არის კალაძე? არ უთქვამს ჯერ გამოექანონ მთაწმინდიდან სენატორებიო?”

გუშინ კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვაშინგტონიდან მოსული წერილები , ,,ცდება ყოველგვარ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას. იცით, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ერთ საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიას. ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს არსებობდა ეს პრობლემა და ძალიან კარგად ვიცი, რას წარმოადგენს ეს კონკრეტული კომპანია. მხედველობაში მაქვს “ფრონტერა“. ჩვენ დავიწყეთ საარბიტრაჟო საქმის წარმოება და დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ ამ საქმეს, რის გამოც თავიანთი ლობიზმი გააძლიერეს. თუმცა, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, როდესაც მართალი ვართ. ზუსტად ამიტომ არის საქმე არბიტრაჟში, განიხილება და დარწმუნებული ვარ, ნავთობის და გაზის კორპორაცია ამ დავაში გაიმარჯვებს. კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები

სენატორების წერილზე ქართული ოცნების კომენტარების კომენტირებისას ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა: , მე უფრო მაინტერესებს მაგალითად, გურამ მაჭარაშვილის, რომელიც კონგრესმენებისა და სენატორების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს. მაინტერესებს ბატონი გახარიას პასუხი, რომელიც გუშინ ნახევარი საათი ფრონტერაზე ლაპარაკობდა. ბატონო გიორგი, ესეც ფრონტერაა და ესეც ფრონტერასთანაა დაკავშირებული, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებზე ლაპარაკობენ? როდესაც პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, ცემაზე ლაპარაკობენ? როდესაც არჩევნების ჩაგდებაზე ლაპარაკობენ? 

როგორ შეიძლება, გვყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ერთი სული აქვს, კამერასთან რაღაც მოიტყუოს და გაიქცეს. ან სად არის კალაძე? არ უთქვამს ჯერ გამოექანონ მთაწმინდიდან სენატორებიო?” კლასიკური ანდაზა მახსენდება – უნამუსოებს აფურთხებდნენ და იმათ წვიმა ეგონათო. ასეა ამათი [ქართული ოცნების] საქმე

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...