მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,საქართველოს უბრალოდ არ აქვს უფლება დაკარგოს ამერიკის მხარდაჭერა-ეს ჩვენი სახელმწიფოს სიკვდილის ტოლფასი...

,,საქართველოს უბრალოდ არ აქვს უფლება დაკარგოს ამერიკის მხარდაჭერა-ეს ჩვენი სახელმწიფოს სიკვდილის ტოლფასი იქნება. ” – მიხეილ სააკაშვილი

Published on

,, საქართველოს უბრალოდ არ აქვს უფლება დაკარგოს ამერიკის მხარდაჭერა-ეს ჩვენი სახელმწიფოს სიკვდილის ტოლფასი იქნება. არადა ივანიშვილმა სწორედ ეს “მოახერხა”. დრო აღარ ითმენს – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელსაც თავის პირად ფეიბსუქგვერდზე აქვეყნებს/

,, ნახეთ, რას წერენ ჩემს პერიოდზე და დღევანდელზე სენატორები . ისინი იხსენებენ, თუ როგორ დემოკრატიულად ჩავატარე 2012 წლის არჩევნები, როგორ დემოკრატიულად გადავაბარე ეს ხელისუფლება და შემდეგ ლაპარაკობენ იმ რეპრესიებზე და უსამართლობაზე, რაც ახლა ხდება. ამაზე რას იტყვიან ივანიშვილის გოშიები, რომ ესენიც ვიღაცამ მოისყიდა და ვიღაცის ლობისტები არიან?! – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ამერიკელი სენატორების ჯინა შაჰინისა და ჯეიმს რიშის მიერ პრემიერ-მინისტრ  გიორგი გახარიასადმი  გამოგზავნილ წერილს.

მიხეილ სააკაშვილის  თქმით, ამერიკის კონგრესიდან ძალიან ბევრი წერილი მოვიდა, თუმცა სენატორ ჯინა შაჰინისა და სენატორ ჯეიმს რიშის წერილი „ივანიშვილის რეჟიმისთვის მძიმე საბრალდებო დასკვნაა“.

„ეს არის ორი ძალიან ცნობილი, წესიერი და მთელ საერთაშორისო არენაზე ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე. მათ ზუსტი დიაგნოზი დაუსვეს იმას, თუ რა ხდება საქართველოში. ისინი სიამაყით იხსენებენ, რომ დამკვირვებლები იყვნენ 2012 წლის არჩევნებზე. იხსენებენ, თუ როგორ დემოკრატიულად ჩავატარე მე ეს არჩევნები, როგორ დემოკრატიულად გადავაბარე ეს ხელისუფლება და შემდეგ, ლაპარაკობენ იმ რეპრესიებზე და უსამართლობაზე, რაც ახლა ხდება. ამაზე რას იტყვიან ივანიშვილის გოშიები, რომ ესენიც ვიღაცამ მოისყიდა და ვიღაცის ლობისტები არიან?! პრაქტიკულად, საქართველო კარგავს აშშ-ს მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერის შედეგად გადარჩა ქართული სახელმწიფოებრიობა 2008 წელს. ივანიშვილი ბოლომდე გაკოტრებულია, მაგრამ დანარჩენი ქართველი ხალხის გასაკეთებელია. ჩვენი თავგანწირვით, ჩვენი ორგანიზებულობით, ერთად ყოფნით აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ საქართველოს გამარჯვების და გამოხსნის საქმეს. ყველაფერი კარგად იქნება, საქართველოში აუცილებლად გათენდება“, – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...