მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია მომავალი კვირიდან აქცია-პიკეტირებებს აანონსებს

ოპოზიცია მომავალი კვირიდან აქცია-პიკეტირებებს აანონსებს

Published on

ოპოზიცია დათმობებზე არ მიდის და მომავალი კვირიდან აქცია-პიკეტირებებს აანონსებს.

ხელისუფლების ოპონენტები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის ბოლო შეთავაზებას 100/50-ზე კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და “ქართულ ოცნებას” კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდებენ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მათი შეთავაზება უცვლელია.

როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” მდივანი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, ოპოზიცია პიკეტს 4 თებერვლიდან დაიწყებს.

“4 თებერვალს არის პირველი საგაზაფხულო სესიის სხდომა და ოპოზიციის წევრები ვაპირებთ პიკეტის მოწყობას,” – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია “ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრი სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ პიკეტი კანონით უზრუნველყოფილი იქნება.

“მშვიდობიანი პიკეტი გვექნება, რომელიც იქნება კანონით უზრუნველყოფილი ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე მივმართეთ მერიას, რომ სახელმწიფო საქმის კურსში იყოს,”- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით კი, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია და პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყნისთვის აუცილებელია.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, უნდა მოვაშოროთ ეს მთავრობა, რომელიც კორონავირუსს დაემსგავსა,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მმართველი გუნდის წევრის, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის თქმით კი,  არჩევნებთან დაკავშირებით მათი შეთავაზება საერთაშორისო პარტნიორებმა მოიწონეს, თუმცა ოპოზიციის არჩევანი მაინც ქუჩური პოლიტიკაა.

“კონკრეტული წინადადებით წარვსდექით საერთაშორისო პარტნიორებთან და ოპონენტებთან, ეს წინადადებები მიიღეს საერთაშორისო პარტნიორებმა, მაგრამ ოპოზიციის არჩევანია ქუჩური პოლიტიკა ნათელია,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...