მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუდაურიდან ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის 9 მოქალაქე მოათავსეს- მათ ვირუსის ნიშნები აღენიშნებათ

გუდაურიდან ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის 9 მოქალაქე მოათავსეს- მათ ვირუსის ნიშნები აღენიშნებათ

Published on

თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს გუდაურიდან ჩამოყვანილი ჩინეთის 9 მოქალაქე. მათგან ორ მცირეწლოვან ბავშვს ტემპერატურა აქვს მომატებული.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ 21 იანვარს და ისინი გუდაურში იმყოფებოდნენ.

„არსებული რეკომენდაციის მიხედვით, ვინაიდან მათ [ბავშვებს] აღენიშნებათ ტემპერატირის მომატება და არიან ჩამოსული ჩინეთიდან, ეს ბავშვები მიჩნეული არიან კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად მათ მოათავსებენ ბოქსირებულ განყოფილებაში. მათ ჩაუტარდებათ ყველა საჭირო გამოკვლევა“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

წინასწრი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ ბავშვებს ახალი კორონავირუსის ინფექცია არ ექნებათ, თუმცა „დადასტურების შემთხვევაში ისინი კლინიკაში დარჩებიან მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად“,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე ინფორმაციით ახალი კორონავირუსის გამორიცხვის შემთხვევაში მათ ჩაუტარდებათ მკურნალობა მწვავე რესპირატორულ ინფექციაზე და გამოჯანმრთელების შემდეგ გაეწერებინ კლინიკიდან.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...