მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარიამ კიდევ ორი ამერიკელი სენატორისგან მიიღო წერილი

გიორგი გახარიამ კიდევ ორი ამერიკელი სენატორისგან მიიღო წერილი

Published on

გიორგი გახარიას კიდევ ორი ამერიკელი სენატორი უგზავნის წერილს. 29 იანვრით დათარიღებულ წერილში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი ჯინა შაჰინი

შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამო, რომელიც, მათი თქმით, მიანიშნებს, რომ ქვეყანა „უარს ამბობს“ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებზე.

„გვსურს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოვხატოთ. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 29 წლის მანძილზე, ჩვენ ვხედავდით, როგორ გაიდგა ფესვები დემოკრატიამ, გაიზარდა ეკონომიკა და აყვავდა სამოქალაქო საზოგადოება. საქართველოს ვალდებულება ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემასა და კონსესუსზე დაფუძნებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით რეგიონში შთამბეჭდავ მაგალითად იქცა. ჩვენ ვაკვირდებოდით 2012 წლის არჩევნებს და შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით იმით, თუ როგორ იცავდა საქართველო დემოკრატიის მთავარ პრინციპებს.

თუმცა, შეშფოთებულები ვართ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტებაზე მიანიშნებს. ორი ყველაზე აქტუალური საკითხი არის პარლამენტის წარუმატებლობა, შეესრულებინა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ვალდებებულები და მთავრობის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩახშობა.

ჩვენ გვესმის, რომ დაპირებული საარჩევნო რეფორმა ქართველ ამომრჩეველს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევის საშუალებას მისცემდა, რაც უპირატეს მდგომარეობაში არცერთ პოლიტიკურ პარტიას ჩააყენებდა. თქვენი მთავრობის გადაწყვეტილება, ხელი შეეშალა ამ ცვლილებისთვის, მიანიშნებს საქართველოს მიერ იმ ვალდებულებზე უარის თქმას, რაც მას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით აქვს აღებული. მეტიც, ის მშვიდობიანი პროტესტი, რაც ამ მოვლენას მოჰყვა, არის ხილული ნიშანი, რომ პარლამენტის წარუმატებლობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მთავრობის მიერ ამ პროტესტის ჩახშობა კი ქართველების დემოკრატიული უფლებებისა მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოვალეობის დარღვევაა,“ – აღნიშნულია წერილში.

სენატორები ოპოზიციის ლიდერებზე განხორციელებულ თავდასხმებზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ თავისუფლად საუბრის უფლება არავის უნდა შეეზღუდოს.

„გარდა ამისა, ფორმალური და არაფორმალური მეთოდებით ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა ასევე საქართველოს მიერ დემოკრატიიდან განდგომაზე მიანიშნებს. შემაშფოთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ლიდერებს ფიზიკურად უსწორდებიან ის პირები, რომლებიც მმართველ პარტიასთან არიან დაკავშირებული. ასევე ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ წლების მანძილზე დახურული სისხლის სამართლის საქმეების ხელახალი აღძვრა. პოლიტიკოსებს თავისუფლად საუბრის საშუალება უნდა ჰქონდეთ და საქართველოს სასამართლო სისტემა ამ თავისუფლების შესაზღუდად არ უნდა გამოიყენებოდეს,“ – აღნიშნულია წერილში.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...