დაახლეოებით ერთი საათის წინ ჩხოროწყუს ცენტრში მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებს უცნობი პირები თავს დაესხნენ.
როგორც მოძრაოის ერთერთი წევრი ოთო შენგელია ამბობს, ის და მისი მეგობრები ზუგდიდიდან ბრუნდებოდნენ ჩხოროწყუში და სიგარეტის საყიდლად ჩამოვიდნენ ერთ-ერთ მაღაზიასთან. ამ დროს უცნობმა პირმა ოთოს პირდაპი სახეში ფეხი მოარტყა.
” მე ტელეფონში ვიყურებოდი და ჩემს გარდა, მათ როგორ გაუწსორდნენ არ ვიცი. იქვე შორიახლოს პოლიცია იდგა. ველოდებით სამართლებრივ რეგირებას, მაგრამ, ვიცით რომ ეს არის დღევანდელი აქციის გაგრძელება. ვინაიდან ვახსენეთ იზორიების კლანი და კიდევ ერთხელ ვამხილეთ კორუფციაში ისინი” – განაცხადა ოთო შენგელიამ.აქციის მონაწილეებმა ,,ქართული ოცნების ,, მაჟორიტარი დეპუტატის გიგა გულორდავას ბიუროსთანაც დატოვეს წარწერები ,,მონა,, ,,შეცვალე,,
ისინი ამ წუთებში ადვოკატს ელოდებიან, ამის შემდეგ ჩხოროწყუს პოლიციაში საჩივრის შეტანას აპირებენ.