მთავარისიახლეებისაზოგადოება"ვანოორდს" ანაკლიის პორტიდან დარჩენილი ტექნიკა გააქვს, ანაკლიელები კი ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ

“ვანოორდს” ანაკლიის პორტიდან დარჩენილი ტექნიკა გააქვს, ანაკლიელები კი ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ [Video]

Published on

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიიდან შენებელ კომპანიას  სამშენებლო ტექნიკის დარჩენილი ნაწილი გააქვს. სატვირთო მანქანების უმრავლესობა დატვირთულია და ნაწილი შევსებას ელოდება. ჰოლანდიური კომპანია “ვანოორდი ” ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია მსოფლიოში, რომელმაც საბოლოოდ უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე და ტექნიკის დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანიის  მიმართ უხეში დამოკიდებულებითა და ტყუილებით სახელმწიფომ თუ კონსორციუმმა, ვანოორდს პროექტის დატოვების  საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინეს.ადგილობრივები ამბობენ, რომ ანაკლია ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას და საკურორტო ზონას პორტის დაუსრულებელი მშენებლობის გამო დატბორვა ემუქრება.“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, ვანოორდს ამჯერად საწრეტი მილები გააქვს, კონსორციუმი მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანს.მთავრობის გადაწყვეტილება შეთანხმების შეწყვეტის შესახებ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ბედს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობით 9 იანვარს აცნობა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.სწორედ ეს გახდა კომპანია ვანოორდის მიერ ტექნიკის დემონტაჟისა და გატანის მიზეზი.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...