მთავარისიახლეებისამართალირა რისკებს შეიცავს მალხაზ მაჩალიკაშვილის შეშვება პარლამენტში, რატომ აღიქვამს ხელისუფლება პროვოკაციად სიმართლის...

რა რისკებს შეიცავს მალხაზ მაჩალიკაშვილის შეშვება პარლამენტში, რატომ აღიქვამს ხელისუფლება პროვოკაციად სიმართლის დადგენის მოთხოვნას ?

Published on

ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე პარლამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილის  არშეშვებას გამოეხმაურა. მდინარაძის თქმით, პარალმენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეუძლია პარლამენტში ადამიანი არ შეუშვას, როდესაც “არსებობს პროვოკაციების რისკი”.

“როდესაც არსებობს პროვოკაციების რისკი, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული რისკები, როდესაც ამას ექსკლუზიურად, დისკრეციულად ჩათვლის გონივრული პრინციპიდან გამომდინარე პარლამენტის თავმჯდომარეს, მას შესაბამისი გადაწყვეტილებით, ასეთი გადაწყვეტილება არის ხელმოწერილი და დევს პარლამენტში, შეუძლია არ შემოუშვას კონკრეტული ადამიანი და ადამიანების ჯგუფი”,-თქვა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე პარლამენტში მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომიტეტის შექმნას გამორიცხავს. 

“იმიტომ, რომ თინა ბოკუჩავა პროვოკატორობს, კომისია ხომ არ უნდა შეიქმნას? მაშინ პარლამენტი უდნა გადაიქცეს საგამოძებო კომისიად”,-ამბობს თალაკვაძე. 

ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკის თქმით, მაჩალიკაშვილი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე სხვა დაწესებულებებშიც არ უნდა შეუშვან.

“იმდენად თვალსაჩინოა ის წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზს ეხება, მე ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა დაუშვა ამ პერიოდში, ვიდრე არ მიიღებს სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში”,-თქვა ვოლსკიმ. 

მაჩალიკაშვილი პარლამენტში კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. დღეს, 29 იანვარს, მაჩალიკაშვილს ბრიფინგის გამართვა პარლამენტში სურდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მასზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ, საშვი ოფიციალურად დააშვებინა, მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. შედეგად მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. მალხაზ მაჩალიკაშვილს თან ჰქონდა მიტანილი კომისიის შექმნის მოთხოვნა და დეპუტატების სახელებზე დაწერილი წერილები.  

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...