მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის ლიკვიდაციის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ ითხოვს

0
353

მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის ლიკვიდაციის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ ითხოვს.

ამ საკითხთან დაკავშირებით მალხაზ მაჩალიკაშვილმა ბრიფინგი პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართა. მას ბრიფინგის გამართვა პარლამენტში სურდა, თუმცა ის საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. 

მალხაზ მაჩალიკაშვილმა მმართველი გუნდიდან წასულ დეპუტატებს პერსონალურად მიმართა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

“პირდაპირ, ადამიანური თხოვნით, როგორც ამ ქვეყნის შვილმა და მოქალაქემ, მინდა მივმართო თხოვნით იმ ადამიანებს, გაერთიანებული ოპოზიცია მხარს მიჭერს,  რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, მინდა მივმართო იმ ადამიანებს,რომლებიც “ქართული ოცნებიდან” გამოვიდნენ, დამიჭირონ მხარი,”- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილთან ერთად ბრიფინგზე იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა და “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია.

პარლამენტის დეპუტატები იზიარებენ მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნას და მოუწოდებენ მმართველი გუნდიდან წასულ დეპუტატებს, რომ მხარი დაუჭირონ საგამოძიებო კომისიის შექმნას.

წინა სტატია„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიები მორიგ შეხვედრას გამართავენ
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე დაინიშნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური