მთავარისიახლეებიპოლიტიკააბა, რა ეგონა? რუსი დეპუტატმა საქართველოში ჩამოსვლის ფასად სალომე ზურაბიშვილს ბოდიში...

აბა, რა ეგონა? რუსი დეპუტატმა საქართველოში ჩამოსვლის ფასად სალომე ზურაბიშვილს ბოდიში მოსთხოვა: ,,ველოდებით ბოდიშს იმ ინციდენტისთვის, რომელიც ჩვენს კოლეგა გავრილოვს შეემთხვა. ამის შემდეგ განვიხილავთ ამ საკითხს”

Published on

“საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ველოდებით რუსეთს. ჩვენ პრეზიდენტისგან და პარლამენტისგან ველოდებით ბოდიშს იმ ინციდენტისთვის, რომელიც ჩვენს კოლეგა გავრილოვს შეემთხვა. ამის შემდეგ განვიხილავთ ამ საკითხს”, — ასე გამოეხმურა რუსი დეპუტატი, პეტრე ტოლსტოი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმაზე, რომ საქართველო ოკუპაციის შესახებ კანონის გვერდის ავლით აპირებს, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებს უმასპინძლოს,

“საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ველოდებით რუსეთს. ჩვენ პრეზიდენტისგან და პარლამენტისგან ველოდებით ბოდიშს იმ ინციდენტისთვის, რომელიც ჩვენს კოლეგა გავრილოვს შეემთხვა. ამის შემდეგ განვიხილავთ ამ საკითხს”, — განუცხადა ტვ ფორმულას პეტრე ტოლსტოიმ.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ოკუპაციის შესახებ კანონის გვერდის ავლით აპირებს, რომ რუსეთის დელეგაციის ისეთ წევრებს უმასპინძლოს, რომელთაც შესაძლოა ეს კანონი დარღვეული ჰქონდეთ. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსეთის დელეგაციის წევრის, ლეონიდ კალაშნიკოვის კითხვაზე პასუხად განაცხადა – კალაშნიკოვის კითხვა თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალს ეხებოდა.

კალაშნიკოვმა ზურაბიშვილს კითხვის დასმისას უთხრა, რომ “საქართველო ხდება საშიში არა მხოლოდ პოლიტიკური, რელიგიური, ეროვნული უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც”.

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, ევროსაბჭოს მინისტერიალს მაისში უნდა უმასპინძლოს. მინისტერიალში ფარგლებში შესაძლოა, რომ ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრებიც ესტუმრონ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...