მთავარისიახლეებიმსოფლიოგუშინ აღმოსავლეთ ავღანეთში ჩმოვარდნილი თვითმფრინავი აშშ-ს ეკუთვნის - აცხადებენ აშშ-ის არმია და...

გუშინ აღმოსავლეთ ავღანეთში ჩმოვარდნილი თვითმფრინავი აშშ-ს ეკუთვნის – აცხადებენ აშშ-ის არმია და ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები

Published on

აშშ-ის არმია და ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები აცხადებენ, რომ 27 იანვარს აღმოსავლეთ ავღანეთში აშშ-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა. მათი თქმით, ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ თვითმფრინავი მტრის მიერ გახსნილმა ცეცხლმა ჩამოაგდო.

ავღანეთში აშშ-ის ძალების პრესმდივნის, პოლკოვნიკ სონი ლეგეტის თქმით, სამხედრო თვითმფრინავი, ბომბდამშენი E-11A, ჩამოვარდა ღაზნის პროვინციაში და მიმდინარეობს კატასტროფის მიზეზების გამოძიება.

“ავარიის მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა არ იკვეთება ინდიკატორები, რომ ავარია მტრის მიერ გახსნილმა ცეცხლმა გამოიწვია” – თქვა ლეგეტმა. მას არ უსაუბრია მსხვერპლის, ან ავარიის დეტალების შესახებ.

პარალელურად, თვითმფრინავის ჩამოვარდნა რადიო თავისუფლებას იმეილით დაუდასტურა ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედმა ძალებმა. ამ წერილშიც ეწერა, რომ არ იკვეთება ავარიის მტრული ცეცხლით გამოწვევის ინდიკატორები. “დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. თალიბანის განცხადებები კიდევ ერთი თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე სიცრუეა” – ვკითხულობთ წერილში.

უფრო ადრე თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა და ამას ემსხვერპლა აშშ-ის არმიის “ბევრი” წევრი. ეს ექსტრემისტული ჯგუფი ხშირად აზვიადებს ხოლმე მსხვერპლის რაოდენობას. ღაზნის პროვინცია ჰინდუ კუშის მთების ქვეშ მდებარეობს.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...