მთავარიUncategorizedგერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

Published on

გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებული მამაკაცი შტარნბერგიდანაა, რომელიც მიუნხენიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღსანიშნავია, რომ გერმანია, საფრანგეთის შემდეგ, მეორე ევროპული ქვეყანაა, სადაც ახალი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

სხვა ქვეყნები, სადაც ჩინეთის გარდა ვირუსის შემთხვევები დადასტურდა, არის იაპონია, ტაივანი, ნეპალი, ტაილანდი, ვიეტნამი, სინგაპური, ავსტრალია, აშშ და საფრანგეთი.

ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულთა რიცხვი კი – 4 515-ია.

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...