მთავარისიახლეებიპოლიტიკა20 ივნისს ახალგაზრდებმა იბრძოლეს თავგანწირულად და ესაა ლიდერობა სწორედ

20 ივნისს ახალგაზრდებმა იბრძოლეს თავგანწირულად და ესაა ლიდერობა სწორედ

Published on

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკურ ბარ „პარლამეტში” ახალგაზრდების ჯგუფთან „სკაიპით“ ჩართვისას განაცხადა, რომ პოლიტიკურ გუნდში ახალ სახეებს მიესალმება.

სააკაშვილმა გუბაზ სანიკიძესთან და მის შვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც აღმოჩნდა, ლევან სანიკიძე დიდი ხანია, მას მხარს უჭერს.

„ვინმე წარმოიდგენდა, რომ მე და გუბაზ სანიკიძე ერთად დავსხდებოდით? რეებს მეძახდა და მეც არ დამიკლია, მაგრამ გუბაზზე მეტად საინტერესო ის იყო, რომ მისი შვილი იჯდა აქ ჩემთან მაგიდასთან, რომელიც თურმე დიდი ხანია, ჩემი მხარდამჭერია და ამის გამო მამასთან კონფლიქტიც კი ჰქონდა. ძალიან მომეწონა ეს ახალგაზრდა, ლევან სანიკიძე. ლიდერების შემდგომ უნდა იყვნენ ახალგაზრდები, სრულიად ახალი ხალხი იქნება. არაფერი ისე არ იმარჯვებს, როგორც თავდადება და თავგანწირვა. ხალხი მხოლოდ ასეთ ადამიანებს მიყვება – თავდადებულებს. როცა შეგიძლია, რომ უკანმოუხედავად წახვიდე წინ შეტევაზე და არ შეგეშინდეს. ჩვენი ლიდერების პრობლემა რა არის? – თავგანწირვა არ აწერიათ სახეზე. 20 ივნისს ახალგაზრდებმა იბრძოლეს თავგანწირულად და ესაა ლიდერობა სწორედ. გაბედე! აი, გაბედე მაგარი ტერმინია”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...